გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, ბანგალორში გამოშვებულინახშირორჟანგისა და სხვა სასათბურე აირების გამონაბოლქვი ისეთივე პრობლემას წარმოადგენსმსოფლიოსთვის როგორც ბრიტანეთის ბირმიnგემში თუ ალაბამის ბირმინგემში.. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდადავიშუროთ რომ ისეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი დავეხმაროთ: ამ პრობლემას სწორი მიმართულებით ებრძოლონ.
“გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს”
ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა ტონი ბლერმა ლონდონში მსოფლიო ბანკის ყოფილი წამყვანი ეკონომისტის ნიქოლას სტერნის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის პრეზენტაციაზე გააკეთა განცხადება: “გლობალური დათბობა მსოფლიოს
უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს, რომელიც მსოფლიო ომებს და დიდ დეპრესიას უტოლდება”.
700 გვერდიან ნაშრომში ნათქვამია რომ მსოფლიოს ეკონომიკას კლიმატური ცვლილებების გამო დიდი ზარალი მიადგება, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს წლიური ერთობლივი შინაგანი პროდუქტის ხუთიდან ოც პროცენტამდე მერყეობდეს. ამ გამოკვლევის მიხედვით ჰაერის ტემპერატურამ 21-ე საუკუნეში შესაძლოა 5 გრადუსით მოიმატოს, რაც არნახულ წყალდიდობას გამოიწვევს და 200 მილიონ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის მიტოვებას აიძულებს
სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა
ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი, მეთანი,აზოტის ჟანგეულები, წყლის ორთქლი და ზოგიერთი სხვა გაზი ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობენ, რასაც სათბურშიმინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწა შთანთქავს, მაგრამ არ ატარებენ დედამიწის მიერგამოსხივებულ სითბოს. ამ მოვლენას სათბურის ეფექტი უწოდეს.
მე-20 საუკუნეში საწვავის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის მატება გამოიწვია.სათბურის ეფექტის გამო დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა და მოსალოდნელია მისი შემდგომიმატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელითაა ცნობილი.
გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი შთანთქავენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენჟანგბადს. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და კვლავ მიმდინარეობს ტყეებისმასიური გაჩეხვა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტაყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება.
No comments:
Post a Comment